უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში, ბახმუტის ფრონტის ხაზიდან უკრაინული ჯარების გაყვანა არ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ შორ დისტანციაზე მომუშავე ტექნიკის მიწოდების პროცესი დაჩქარდება, უკრაინა დაიწყებს დონბასის დეოკუპაციას, რომელიც ოკუპირებულია 2014 წლიდან.
მან დასძინა, რომ უკრაინა იბრძოლებს, იქამდე სანამ ძალა შესწევს.
"ბახმუტს არავინ დათმობს. ჩვენ ვიბრძოლებთ რამდენადაც შეგვიძლია. თუ შორ დისტანციაზე მომუშავე ტექნიკის მიწოდების პროცესი დაჩქარდება, ჩვენ არამარტო არ მოვშორდებით ბახმუტს, არამედ დავიწყებთ დონბასის დეოკუპაციას, რომელიც ოკუპირებულია 2014 წლიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press